სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ზოდიაქოს ქალებისგან გარბიან კაცები და რატომ?

ვერძი - ვერძისგან მამაკაცები მისი სიფიცხის, უკომპრომისო ხასიათის და ზღვარსგადასული ეჭვიანობის გამო გარბიან. ძალზე ცოტას თუ შეუძლია აიტანოს ქალი, რომელიც გამუდმებით საკუთარი კარიერის განვითარებაზეა მიმართული და საყვარელ მამაკაცს, როგორც წესი თავისებურ „დანამატად“ აღიქვამს, რომელთანაც თავისუფალი დროის მხიარულად გატარებაა შესაძებელი.

კურო - კუროსგან გაქცევა, ტიპიური მამრისთვის რომლის გულისკენ მიმავალი გზაც კუჭზე გადის, საკმაოდ რთული და ერთობ საჭირბოროტო საკითხია, თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ კურო ქალს თაყვანისმცემელი სადმე გაეპარა, ეს მისი მოსაწყენი ხასიათის, სწორხაზოვნების და პერიოდულად გამოვლენილი უაპელაციო სიჯიუტის მიზეზი იქნება.

ტყუპები - ტყუპებს თუ ვინმე გაექცა კიდეც, თავად ტყუპები ალბათ შვებით ამოისუნთქებს (მას ხომ ყველა და ყველაფერი სწრაფად ბეზრდება) და მალევე იპოვნის შემცვლელს. გაქცევის მიზეზი კი, მამაკაცისთვის ძირითადად ტყუპი ქალის გაუთავებელი, შეიძლება ითქვას ქრონიკულ სტადიაში გადასული ლაქლაქის ნიჭი და ხასიათის ქარის სიხშირეზე უფრო სწრაფი ცვალებადობა შეიძლება იყოს.

კირჩხიბი - აი კირჩხიბისგან თავის დაღწევა კი ნებისმიერი მამაკაცისთვის შეიძლება იმაზე უფრო ძნელი იყოს, ვიდრე რომელიმე პატიმრისთვის ლეგენდარული შოუშენკის ციხიდან გაქცევა. საქმე იმაშია, რომ ქალი კირჩხიბი სადაც ფესვებს გაიდგამს, იქედან მისი ამოძირკვა ფაქტობრივად შეუძლებელი და ხშირად მწვავე გართულებების გამომწვევი პროცესია. თუმცა, ზუსტად ამ თვისებების გამო ცდილობენ მამაკაცები მისი სულისშემხუთველი მზრუნველობისგან და სიყვარულისგან თავის დაღწევას ამაოდ.

ლომი - ლომს და ვინმე გაექცა? ასეთი რამ გამორიცხულია! განა შესაძლებელია მეფეს ოდესმე მონა აუჯანყდეს? ლომი ყოველთვის თავად ირჩევს, იმას თუ ვის მისცეს გაქცევის უფელება, აქედან გამომდინარე, მამაკაცს რომელიც მისი მხრიდან ავტორიტარული რეჟიმის სიმძიმეს ვერ გაუძლებს, ისღა დარჩენია საკუთარი უსუსურობა ნებაყოფლობით აღიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს ძუ ლომი მას წასვლის საშუალებას. გარშემომყოფებთან კი ამაყად ისაუბრებს იმაზე, როგორ მოაბეზრა თავი ყოფილმა და ყველაფერი ამით დაღლილმა თავად ჩაულაგა ჩემოდანი, ხანგრძლივ მივლინებაში გასამგზავრებლად.

ქალწული - ქალწულს რომ ვინმე გაექცეს საცოდაობაც კი იქნება, ეს იმიტომ რომ როგორც წესი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ისედაც უზომო პრეტენზიულობით ეკიდებიან ცხოვრების მეგზურის არჩევას. შესაბამისად თუ მან ვინმეზე საბოლოო არჩევანი შეაჩერა, ამ უკანასკნელს მთელი თავისი ნაკლითა და ღირსებით მიიღებს, თანაც ისე რომ საშვილიშვილოდ არსად გაუშვას. აქედან გამომდინარე, თუკი მამაკაცს ქალწულის მანიაკალურმა წესრიგის სიყვარულმა და ემოციურმა სიცივემ თავი ძალიან მოაბეზრა, მოუწევს მისგან თავის დაღწევის საკითხზე სერიოზული ჯაფა გასწიოს, რადგან ეს საქმე მარტივად ნამდვილად არ გამოვა!

სასწორი - კაცმა რომ თქვას რატომ უნდა გაექცეს ვინმე სასწორს? ამ ჰაეროვან, ნაზ, მომხიბვლელ და კომფორტულ არსებას ხომ ნებისმიერი მამაკაცისთვის შესანიშნავი პარტნიორობის გაწევა შეუძლია. ჩემის აზრით, ერთადერთი მიზეზი, იმისა რომ მამაკაცს სასწორისგან თავის დაღწევა მოუნდეს, მისი ხასიათის გადამეტებული სისათუთე და სირბილე იქნება. ხომ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც გარეგნულ მონაცემებთან ერთად, დინამიურობა და ექსტრიმიც ესაჭიორებათ პარტნიორი ქალის მხრიდან, ჰოდა თუკი სასწორი ბედის უკუღმართობით ზუსტად ასეთ მაზოხისტს გადაეყარა, მოუწევს კიდეც მოკლე ხანში მასთან სამუდამო დაშორება. თუ არადა, მორიელს უნდა მიებაროს სისასტიკის გაკვეთილების გასავლელად.

მორიელი - მორიელთან დაშორება თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთობ საგმირო საქმეა. თუმცა მიზეზი რატომაც შეიძლება მამაკაცს ამ ქალისგან გაქცევა მოუნდეს ხშირად არათუ საკმარისი, საკმარისზე ბევრად მეტია. დაწყებული მისი ეჭვიანობით, დამთავრებული მწარე ენით და აშკარა სურვილით იბატონოს მამაკაცზე. თუმცა საიმისოდ, რომ მორიელის კლანჭებიდან საბრალო მამრმა თავი უსაფრთხოდ დაიძვრინოს, ამ უკანასკნელს კატის მოქნილობა და დალაი ლამას სიბრძნე დასჭირდება. რადგანაც მორიელი ქალის პრიმიტიული მიზეზებით (მაგ. ხასიათებით ვერ შევეწყეთ, მე შენი ღირსი არა ვარ, შენ უკეთესს იმსახურებ და ა.შ) დაბოლების მცდელობას, ერთობ ფატალური შედეგები შეიძლება მოყვეს ნებისმიერი ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

მშვილდოსანი - ისევე როგორც ქალი ტყუპი, მშვილდოსანიც არ მოიკლავს თავს დარდით იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად საყვარელმა მამაკაცმა მისგან თავის დაძვრენა მოინდომა. უფრო მეტიც, შესაძლოა მშვილდოსანი ამ უკანასკნელის მხრიდან „სასწრაფო ევაკუაციის“ მცდელობის მიზეზებზეც კი, მოგვიანებით დაფიქრდეს. მანამდე კი სანამ ყოფილი შორს ეგულება, იგი აუცილებლად შეეცდება დრო მეგობრების მხიარულ გარემოცვაში გაატაროს და ერთი - ორი ახალი კანდიდატურაც შეათვალიეროს სამომავლო ურთიერთობისთვის.

თხის რქა - თუკი სიმართლეს თვალს თამამად გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ ის, რომ დიახ, თხის რქა ქალებისგან მამაკაცები ხშირად გარბიან. მაგრამ მათი ეს ესტაფეტა არაფერია, სხვა თუ არა, სირბილი მოკლე დისტანციაზე. აქედან გამომდინარე, თხის რქის სიმკაცრის, მეთოდურობის და ე.წ „რკინის ლედის“ იმიჯით დაღლილი მამაკაცი, რომელიც ჩემოდნებს მთელი შემართებით ჩაალაგებს მისგან სამუდამოდ თავის გასათავისუფლებლად, მოკლე ხანში იგივე ჩემოდნების თანხლებით (ან მათ გარეშეც, თხის რქის მიერ მოვლილ-გაწკრიალებულ ქმრებზე ხომ ნადირობაა გამოცხადებული) უკანვე მობრუნდება, რადგან უკეთეს ვარიანტს ვერსად გადაეყრება და საბოლოოდ მივა იმ დასკვნამდე რომ „შეჩვეული ჭირი ურჩევნია, შეუჩვეველ ლხინს“

მერწყული - აი რაც შეეხება მერწყულისგან თავის დაღწევის მცდელობას, კაცმა რომ თქვას საერთოდ რა საჭიროა იგი? მართალია თავისი უთავბოლო, არაპროგნოზირებადი და ცვალებადი საქციელით ეს ქალი არცთუ იშვიათად აგდებს მამრებს „ემოციურ-შოკურ“ მდგომარეობაში, მაგრამ თავად მერწყული, როგორც წესი არასოდეს იტანჯება გადამეტებული ეჭვიანობით ან მესაკუთრული გრძნობებით, შესაბამისად თუკი მამაკაცს მისგან წასვლა უნდა, კი ბატონო -გზა ხსნილია!

თევზები - თევზებისგან თავის დაღწევაზე ფიქრი კი ნებისმიერი მამაკაცისთვის უტოპიურთან მიახლოებული იდეის ექვივალენტურია. არა იმიტომ რომ ქალთევზა განშორების მცდელობის შემთხვევაში, საქმეში მსხვილმან-წვრილმან არტილერიას ჩართავს და დაუნდობელ ცეცხლს გაუხსნის ყოფილს, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც თევზი ქალის ქრონიკული ინფანტილურობით დაიღლება და საკუთარი თავის შველას მისგან გაქცევით შეეცდება, ლამის შვიდი თაობის მანძილზე დატანჯავს სინდისის ქენჯნა და დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ მან ეს უმწეო არსება ბედის ანაბარა მიატოვა.

წყარო: astrologi.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100