
სტროს-კანი გადადგა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებულ განცხადებაში სტროს-კანი მტკიცედ უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აღნიშნავს, რომ ის გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ მთელი ენერგია თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას მოახმაროს. დომინიკ სტროს-კანი ნიუ იორკის ციხეში იმყოფება. დღეს მისი ადვოკატი კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს სტროს-კანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით.
კომენტარი