
ჩხუბი და სროლა თბილისის ცენტრში - რა მოხდა აღმაშენებელზე (ვიდეო)
ხმაური იყო წუხელ აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სავარაუდოდ, ქართველ ახალგაზრდებსა და უცხოელ ტურისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
ფორმულას ინფორმაციით, ნასვამმა კაცებმა ჩხუბი დაიწყეს კვების ობიექტის მზარეულთან, შემდეგ დირექტორთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
კომენტარი