ქართველი ეპისკოპოსის გამოსვლა როკ-კონცერტზე - ეს ახალგაზრდა როკერი დღეს ბერი და წმ. სინოდის წევრია
როკ-ჯგუფი „მემენტო მორი“ 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ კობერიძე (ვოკალი და გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი).
ფოტოზე სწორედ მამუკა გაბრიჭიძეს ხედავთ, რომელიც 1994 წელს ყველასთვის მოულოდნელად ბერად აღიკვეცა. ახლა ყოვლადუსამღვდელოესი მიქაელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსია (2013 წლიდან).
როკ-ჯგუფი „მემენტო მორი“ 1990 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციებს – „მემენტო მორი“, „მშრომელი ხალხი“ და „სადღაც შორს“ ასრულებს.
კომენტარი