„შემირცხვენია ის სახელმწიფო და საპატრიარქო, რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ 36 წლის სასულიერო პირს ვერ ეხმარება“ - 8 შვილის მამას, მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
სასულიერო პირს, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მამა ათანასეს სასწრაფო ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი აკაკი მინაშვილი ავრცელებს.
„მოგმართავთ
ყველას!!!
ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანი ჩემი მოძღვარი მამა ათანასეა.
ის არის 36 წლის და მსახურობს ხონი-სამტრედიის ეპარქიაში, მას ყავს მეუღლე და 8 შვილი.
დეკანოზ ათანასეს(რუხაძე) ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, მას უნდა გაუკეთდეს ღვიძლის გადანერგვა. აღნიშნული ოპერაცია კეთდება საზღვარგარეთ და ჭირდება საკმაოდ დიდი თანხები, მდგომარეობა მეტად მძიმე და კრიტიკულია, ყოველი წუთი ძვირფასია მამაოს გადასარჩენად. თანხების მოძიება და შეგროვება დაწყებულია.
გთხოვთ ჩემო მეგობრებო ვისაც რისი საშუალება გაქვთ თუნდაც მიზერული თანხა იყოს, ჩარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშზე. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის...
P.S. შემირცხვენია
ის სახელმწიფო და საპატრიარქო რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს ვერ ეხმარება და ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის გადარჩენას.
36 წლის
კაცი რომელიც 8შვილს უზრდის ქვეყანას მათი არაა! ჩვენი არაა! ამ ქვეყნისთვის არ ლოცულობს! ამ ქვეყანას და ქრისტეს ეკლესიას არ ემსახურება!
P.S.S. მამა ათანასე ძლიერია ვიცი მე ეს, ის გაუძლებს ამ განსაცდელს და ჩვენთან დარჩება. ქრისტე მას მასთან ჯერ არ წაიყვანს.“
კომენტარი