
ინგა გრიგოლია VS ნოდარ მელაძე
ტელეიმედის ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ინგა გრიგოლიას ახალი თოქშოუს შემოქმედებით ჯგუფშია.
„ბავშვი ვიშვილე. ბიჭია. ძაან საყვარელია. მომილოცეთ. თან უკვე გაზრდილია...“ - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში და კომენტარებში, პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძესთან ერთად აზუსტებს, რომ ეს „ბავშვი“ ნოდარ მელაძეა. „და მამა? მამა არ უნდა ბავშვს?“- ხუმრობს მელაძე გრიგოლიას სტატუსზე.
„ხალხო...მიშველეთ ვინმემ...დაღლილი, გასავათებული ვგდივარ ისევ სამსახურშიი და ეს საშინელი ბიჭი-nodar meladze არ მიშვებს სახლში.... სანამ ხვალინდელ გადაცემას არ ავაწყობთ, ფეხსაც ვერსად გაადგამო((((((((((((((((((((((( ეს ვის ხელში ჩავვარდი.....როგორ უძლებდით ამ ბიჭს.....)))))))))))))))))))))) ჩემზე გადარეული პირველაად ვნახე ცხოვრებაში.....მიშველეთ...დამიხსენით ტყვეობიდან.“ - ეს გრიგოლიას კიდევ ერთი ფეისბუქ სტატუსი გახლავთ ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით
ტვ3-ის ტელეგადაცემამ „დიდი პოლიტიკა“ პირველივე ეთერის შემდეგ აალაპარაკა საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მისი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები კი ინგა გრიგოლიასა და ნოდარ მლაძესთან ერთად არიან: სოფო ხუციშვილი, ნინო სტურუა, თამარ ფხაკაძე, ნიკა შევარდნაძე და ნათია ტარიელაშვილი.

კომენტარი