
სამხედროებმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას - 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 6 ჯარისკაცი დაიღუპა
ინდოეთში ნაგალანდის შტატში სამხედროებმა 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა შაბათს გვიან, შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას, რის შედეგადაც 6 მათგანი დაიღუპა. მომხდარის შემდეგ ადგილობრივები ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, შედეგად კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 6 ჯარისკაცი დაიღუპა.
ნაგალანდის მინისტრის თქმით, მომხდარს აუცილებლად გამოიძიებენ.
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ნაგალანდიში არმია წლების განმავლობაში ებრძოდა სეპარატისტ ბოევიკებს.
BBC-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინდოეთის უსაფრთხოების ძალებს, ოპერაციების განხორციელების დროს უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ქმედებებში ადანაშაულებენ.
კომენტარი