
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარი