
ნანუკა ჟორჟოლიანი: ვნერვიულობ!
პოპულაროლი ტელეგადაცემა „ნანუკას შოუ“ დღეს ეთერში ბრუნდება. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეპროექტი რუსთავი 2-ის ეთერში დღეს პირველად გავა. აღნიშნულ ფაქტს ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა.
„მოკლედ, ეს დღეები ცოტა მოწყენილი, ცოტა დაბნეული, ცოტაც აფორიაქებული ვარ:) დღეს დილით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა რომ ელოდება 22:00 საათს და კიდევ უფრო მეტად რომ ავნერვიულდი. მივხვდი რომ ამ ჩემს ქაოსს "ჰქვია ნანუკას შოუ", რომელიც დღეს პირველად გადის რუსთავი 2- ის ეთერში:) ვნერვიულობ ზუსტად ისე, როგორც პირველი ჩართვის დროს, "ალიონში". 1999 წელს რომ მქონდა:) გულახდილი მინდა ვიყო და ამიტომ გეტყვით რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით:) მაგრამ ეხლა ნერვიულობა უფრო მეტია:) მიუხედავად ამისა არ მავიწყდებით ჩემი კრიტიკული მაგრამ ძალიან თბილი მაყურებლები და ამიტომ ველოდები თქვენს შენიშვნებს...და გელოდებით ყველას..:) მიყვარხართ ძალიან და მინდა სულ იცოდეთ რომ ეს გადაცემა, კეთდება თქვენთვის!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე


კომენტარი