
თბილისში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარი