
"მშვიდობის ხიდი" - საქართველოს ფოსტამ, სახელმწიფო ორგანიზაციამ, ეს მარკა ამაყად დაბეჭდა" - ნიკა რურუა
კულტურის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
"საქართველოს ფოსტამ, სახელმწიფო ორგანიზაციამ, ეს მარკა ამაყად დაბეჭდა.
და სწორიც ქნა.
სიძულვილით დაბრმავებული "ოცნებელები" კი პარალელურ რეჟიმში "სისხლიან 9 წელს" აწვებიან.
PS. ივანიშვილს დანგრევა უნდოდა, თუ გახსოვთ, ამ ხიდის. მერე ხიდის დანგრევა "ეწვრილმანა", და უფრო დიდ მიზანზე კონცენტრირდა - ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევას შეუდგა ენერგიულად.
არც ეგ გამოუვა.
PSS. ნუ, ერთი შეცდომა მაიმც მოუვიდათ - მშვიდობა Peace არის და არა Freedom. მაგრამ, ეპატიებათ".
კომენტარი