სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთში, ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100