
პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლიც
პეტერბურგში "Садовая"-ს მეტროსადგურში აფეთქება მოხდა. როგორც რუსული გამოცემა "ехо москвы" წერს, ვაგონში 2 აფეთქება იყო, რასაც მსხვერპლი მოყვა. ამჟამად გადაკეტილია მეტროპოლიტენის დაწესებულებები. როგორც ადგილზე მყოფი ადამიანები იტყობინებიან, არის უამრავი დაშავებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 10-ს გადააჭარბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ პეტებურგში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფება საქმიანი ვიზიტით.
კომენტარი