
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.
შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.
კომენტარი