
გორის სასტუმროში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
გორში, სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში, ერთ-ერთ
ნომერში, 40 წლამდე
ასაკის მამაკაცი
ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც სასტუმროს
დირექტორი ნუნუ
საბანაძე აცხადებს,
თბილისში მცხოვრები
შალვა სადაღაშვილი
სასტუმროში 4 დღის
წინ შევიდა.
"4 დღის
წინ შემოვიდა ჩვენს სასტუმროში და ნომერი იქირავა. მას თან არავინ ახლდა, აღნიშნული მამაკაცი ნერვიულობდა, რომ თბილისი-გორის გზაზე ავტომანქანა დაუზიანდა, თუმცა, სხვა კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ უსაუბრია. გუშინ საღამოს ნომრიდან აღარ გამოსულა. დღეს კი იძულებული გავხდით, სათადარიგო გასაღებით გაგვეღო კარი. მამაკაცი ნომერში ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ",
- აცხადებს
სასტუმრო „ინტურისტის"
დირექტორი
ნუნუ საბანაძე.
ამ წუთებში სასტუმროში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივი უცნობია.
კომენტარი