
„პუტინი ბავშვებთან ომშია“ - დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ, 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. „პუტინი ბავშვებთან ომშია. უკრაინაში, სადაც ის ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს, ამ დროს რუსეთში 7, 9 და 11 წლის ბავშვებმა ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს თავიანთი პოსტერებისთვის „არა ომს“. ასეთი საშიში კაცია ის“, - წერს კულება.
კომენტარი