
საქართველოს ბანკის გადაწვეტილება
თბილისი, 2 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ატყობინებს მომხმარებელს, რომ ბანკის გადაწყვეტილებით, მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატების, ასევე თვითმომსახურების ტერმინალების (Express Pay) მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიო განისაზღვრა 0%–ით.
საქართველოს ბანკს ქვეყნის მასშტაბით აქვს 478 ბანკომატი – ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში და 745 თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე უახლესი თაობის მობილბანკი და ინტერნეტბანკი.
როგორც ცნობილია, 2013 წლის 1 აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს გადაიხდის მომხმარებელი. თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს საკომისოს ოდენობას.
კომენტარი