
ქართველი ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინას
დღეს, უკრაინის საელჩოსთან აქცია – „ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართება დღეს, 19:00 საათზე საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია – „ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართება.
აქციის გამართვის იდეა სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს გაუჩნდათ. „დღეს უკრაინაში გლოვის დღეა. გვსურს, ამ ფორმით სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ უკრაინელებს და მშვიდობა ვუსურვოთ“, – აცხადებენ ქართველი ჟურნალისტები. ცნობისთვის, უკრაინის საელჩო ჭავჭავაძის #76გ–ში მდებარეობს.
კომენტარი