
ფოტორეპორტაჟი: საქართველოს ტახტის მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა
დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა. იგი ბაგრატიონთა ორი დინასტიის, გრუზინსკებისა და მუხრანბატონების, მეტიც, ქართლის მეფეების (ქართლელი გრუზინსკების) მემკვიდრეა.
გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, ამავე წლის 23 ნოემბერს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას მამამ, ნუგზარ ბაგრატიონმა ახალშობილი ბაგრატიონ გრუზინსკების მემკვიდრედ აღიარა. (ნუგზარ ბაგრატიონს 2 ქალიშვილი ყავს უფროსი ანა (მისი მემკვიდრე) და უმცროსი მაია. გიორგის გარდა ანა ბაგრატიონს 2 ქალიშვილი ყავს ირინა და მარიამ ბაგრატიონ გრუზინსკები. გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა კი ნუგზარ ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი შთამომავალია) ამით დასრულდა საქართველოს ტახტის გამო ხანგრძლივი დავა ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილებს, შორის რადგან ახლა მათ საერთო მემკვიდრე ჰყავთ.
მონარქისტული იდეელოგიის მატარებელი ქართველები პატარა გიორგის საქართველოს პრინცსა და ტახტის მემკვიდრეს უწოდებენ. ის ახლა მშობლებთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიამ 2009 წლის 8 თებერვალს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.






კომენტარი