
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 201 368 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული
საქართველოში კორონავირუსის 201 368 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 169 282 პაციენტი. გარდაცვლილია 1 953 კოვიდინფიცირებული, კარანტინშია 471, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშაა 6 758. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 247 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კომენტარი