
მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა
გუშინ საღამოს მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, საბოლოოდ კი ორგანიზმმა უმტყუნა.
კოკა ცნობილი ბლუზმენი იყო, რომელმაც 1999 წელს ჯგუფი „Koka & T. Blues Mob“ დააარსა, 2000 წლიდან კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აწყობდა ტურნეებს. იგი ასევე რადიო Rus Radio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-CherryBlues დამფუძნებელია.
კომენტარი