
რუსეთმა საქართველოს ვიზების გაცემის წესები შეცვალა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთი ფედერაციის ინტერესთა სექციის წარმომადგენლები ეტაპობრივად განიხილავენ რუსეთში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების ელექტრონული ანკეტების განხილვაზე, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, სავიზო განაცხადების მიღების ახალი წესებია შემოღებული, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ვზის ანკეტის შევსება ონლაინ-რეჟიმში მოუწევთ, შემდეგ კი მისი დაბეჭდვა, ხელის მოწერა და რუსეთის ინტერესთა სექციის განყოფილებაში, საკონსულოში ჩაბარება.
ამასთან, 26 აგვისტომდე მიიღება როგორც ელექტრონული ვერსიის, ასევე ხელნაწერის სახით შევსებული განაცხადები.
კომენტარი