სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალ ზელანდიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა

ახალ ზელანდიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Express-ი ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ ოპოტიკიდან 705 კილომეტრში მოხდა, მიწისძვრის კერა კი 33 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთი სანაპიროს მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად უსაფრთხო ადგილზე გადაინაცვლონ. ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

შესაძლო ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100