
ქართულ მარწყვს მაინც რას ერჩიან?
რუსულ სიტ www.georgiatimes.info-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობა ნეგატიური მხარითაა ნაჩვენები. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ბაზრებზე გამოჩნდა წითელი, გემრიელი მარწყვი, რომელიც მზისგან გაწითლდა და არა ულტრაიისფერი ნათურის დახმარებით. სტატიის ავტორი კითხვას სვამს - საიდან შემოაქვთ რუსეთში მარწყვი? და თვითონვე პასუხობს კითხვაზე - რა თქმა უნდა, არა საქართველოდან.
,,საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს განხეთქილებაა, მაგრამ რომც არ იყოს, საქართველოდან მარწყვს რუსეთის ტერიტორიაზე მაინც არ შემოიტანონ, რადგან უვარგისია და ულტრაიისფერი ნათურის დახმარებით ამწიფებენ,“- ნათქვამია სტატიაში.
კომენტარი