სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.

ლიპარტელიანმა კანადელ შადი ელჰანასის იპონით სძლია, მანამდე კი ეგვიპტელი რამადან დარვიში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ის 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი ვოლფი იქნება.


სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100