
სიღნაღში ყოფილმა ცოლმა „მოქმედ“ ცოლს დანა სამჯერ ჩაარტყა
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, ყოფილი მეუღლის სახლში შვილების სანახავად მისულმა 34 წლის ლია კ-შვილმა ყოფილი მეუღლის ამჟამინდელი ცოლი 23 წლის ლია ზ-შვილი ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებულს წნორის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ლია კ-შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პაციენტს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მუცლის, ბარძაყის და მაჯის არეში. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა წნორის საავადმყოფოს დირექტორმა გოგი ნიკვაშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.
კომენტარი