
გიორგი მარგველაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ბრძანებაზე ხელი მოწერილია
განათლებისა და მეცნიერების მინსიტრის გიორგი მარგველაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაზე ხელი მოწერილია.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ბრძანებაზე ხელი მოწერილია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
ვიცე-პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული თანამდებობიდან ირაკლი ალასანია გაადაყენა.
კომენტარი