სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის ESG აკადემია, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

25 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესაებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა. ტრენინგის მორე ნაწილი კი დაეთმობა მონაწილეებისთვის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებულინფორმაციმიწოდებას.

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ, რისთვისაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: დარეგისტრირდი

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100