
რა არ უნდა აჩუქოს მამაკაცმა ქალს?
კანფეტები - ქალი ფიქრობს, რომ ის მამაკაცმა უკანასკნელ წუთებში იყიდა და ამ ქალბატონის გარდა ყველაფერზე ფიქრობდა.
კოლგოტები, შამპუნი, გელი-პირველი მოხმარების ამ საგნებს ქალი თავად იძენს, ამიტომ მათი საჩუქრად მიღება არათუ არ გაუხარდება, იმაშიც დარწმუნდება, რომ საყვარელ მამაკაცს ფანტაზია აკლია.
წინსაფარი, სამზარეულოს წვრილმანები-ასეთი "სიურპრიზი" ქალს დაარწმუნებს, რომ მამაკაცი მას შინამოსამსახურე პერსონად აღიქვამს. ეს მეტად საწყენი და შეურაცხმყოფელია.
ფული-თუ მამაკაცი ეტყვის:"თავად შეარჩიე, რაც გსურს", ქალი იფიქრებს, რომ მისი საქმე და პრობლემები პარტნიორს ნაკლებად აინტერესებს.
ცხიმის დამწველი საშუალება - ასეთი საჩუქარი ყველაზე შეურაცხმყოფელია! განა შეიძლება, ქალს ქარაგმულად მიანიშნოთ, რომ ის ფორმაში არ არის?
კომენტარი