
თბილისში ახალგაზრდა კაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, ალექსიძის 7 ნომერში, მე-14 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 20 წლამდე ბიჭია. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა.
უბედური შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
კომენტარი