
რუსეთში ქართული დიასპორა ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს შექმნის
ეს განცხადება გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუს დროს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა – სანდრო კავსაძემ გააკეთა.
„ეს იქნება სიგნალი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომ ქართველი ხალხი ვლადიმირ პუტინს მტრად არ განიხილავს და მისგან ელოდება საქართველოს პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანას“, – განაცხადა კავსაძემ.
„არ მინდა, რომ საქართველო ანტიპუტინური ისტერიის ცენტრად იქცეს“ – თქვა სანდრო კავსაძემ და დაამატა, რომ რუსეთის ბიზნეს–წრეეთან კავშირის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას თავისი წვლილი შეაქვს რუსეთში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიტინგების ჩატარებაში.
კომენტარი