სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს,

ლევან როსტოშვილი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით 2017 წლის მარტში მიუსაჯეს. 2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, როსტოშვილს 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და მასთან ერთად მყოფ კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100