
რუსმა მშვიდობისმყოფელებმა გალელი ახალგაზრდები აიყვანეს
გალის რაიონის სოფელ გაგიდადან რუსმა სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა მამაკაცი აიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა.
დაკავებულების ახლობლები აცხადებენ , რომ ბიჭები, სავარაუდოდ, გალში ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. დაკავების მიზეზი ახალაზრდებისთვის არ აუხსნიიათ.
„გაგიდას მკვიდრი 4 ახალგაზრდა ზღვაზე იმყოფებოდა, როცა ოკუპანტებმა,ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მანქანაში ჩასვეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს“,- აცხადებს წყარო.
ამასთან, როგირც „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, რუსმა სამართალდამცავებმა ოკუპირებულ ნაბაკევში მავთულ-ხლართები გააბეს და ყველა ავტომობილს საგულდაგულოდ ჩხრეკენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს თორნიკე კილანავას დაუკავშირდა.
კილანავა ამბობს, რომ ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
კომენტარი