
ვაჟა ფშაველას გამზირზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს. მას საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძება 117-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. პირველი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა კი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
კომენტარი