![](img/multimedia/a69075_big.jpg)
თბილისის მერიის შენობაში ხანძარი გაჩნდა
დილით, გამთენიისას თბილისის მერიის შენობაში ხანძარი იყო. ცეცხლი მე-13 სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული. დამწვარია 4 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
![](img/multimedia/a69074_big.jpg)
კომენტარი