
Galaxy S III-მ iPhone პოპულარობით უკან ჩამოიტოვა
Mobile Tracker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Samsung Galaxy S III-მ iPhone 4S პოპულარობით უკან ჩამოიტოვა.
რეიტინგის უპირო ლიდელრი Apple-ისგან ამ დროისათვის მხოლოდ მეორე ადგილს სჯერდება. აღშსანიშნავია, რომ Galaxy S III-ის გამოცემამდე, მეორე ადგილს Galaxy S II იკავებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ iPhone 4S-ის მეორე ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, ლიდერ სამეულში Galaxy პირველსა და მესამე ადგილს იკავებს.
მეოთხე და მეხუთე ადგილები, HTC One X-მა და Samsung Galaxy Ace-მ დაიკავეს.
ექსპერტები იუწყებიან, რომ Galaxy S III-ის ლიდერობა მისმა მონაცემებმა განაპირობეს. ამ სმარტფონმა საზოგადოების იმედები გაამართლა. სწორედ ამან განაპირობა iPhone 4S-ის კრახიც.
კომენტარი