
პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს.
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას უცხადებს.
პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.
კომენტარი