
ხანძარი ლაგოდეხში
ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, ხმელ ბალახებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
კომენტარი