სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.​

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100