
"ნამუსი გაქვს?...ნამუსი შენკენ მოიკითხე...რა სიტყვებია, ცოტა ტონს დაუწიე"- დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური იყო ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
სხდომაზე ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძეს ნამუსი დაუწუნა: „ნამუსი არ გაქვს“- მიმართა კილაძემ კოლეგას.
„ნამუსი არ გაქვს“ - ეს რა მიმართვაა? მგონი შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნამუსი შენკენ მოიკითხე. რა სიტყვებია. ცოტა დაუწიე ტონს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ასე შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს,“ - მიმართა კობერიძემ სოფო კილაძეს.
„სკანდალი გინდა ეტყობა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა. ყოველ დღე აქ ვარ და შენგან განსხვავებით, საქმესაც ვაკეთებ“- მიმართა კობერიძეს სოფო კილაძემ.
კომენტარი