
საქართველოში ხვალ, ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
საქართველოში ხვალ, ზაფხულის
განმავლობაში ყველაზე
მაღალი ტემპერატურაა
მოსალოდნელი. ყველაზე
მაღალი ტემპერატურა
კახეთში დაფიქსირდება
და საშუალოდ
41 გრადუსი იქნება.
თბილისში ჰაერის
ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე
მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ხვალ ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება.
20 აგვისტოდან,
3-4 დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხანმოკლე წვიმები აღმოსავლეთ საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით, 35 გრადუსამდე დაიწევს.
კომენტარი