
ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს, სავარაუდოდ, Covid 19 დაუდასტურდება
ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდება. ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ახალი ინფიცირებულების შესახებ ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად. თუმცა არის 2 სავარაუდო შემთხვევა, რომელიც ალბათ დადასტურდება. ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. სავარაუდო გულისხმობს გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებს და პლიუს კონტაქტს ინფიცირებულთან“, - განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, ამ პაციენტების ანალიზების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.
კომენტარი