
რა თემების გადაფარვას ცდილობს ხელისუფლება ჟვანიას გვამის ფოტოებით?
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„ჟვანიას თემით ხდება ორი თემის გადაფარვა:
1. ერთი შეხედვით უფრო სკანდალურის და სინამდვილეში გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანის - ივანიშვილის აბდაუბდა პრეზიდენტზე და დაწუნებულ ნაზირვეზირებზე;
2. შესაძლოა უფრო ნაკლებად გასაგები და სპეკულატიურის, მაგრამ მედიისთვის და დემოკრატიისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის - რეიტინგების ქურდობა სახელმწიფოს მხრიდან, რაც დიდი ნაბიჯია დიქტატურისკენ.“ - წერს გვარამია
კომენტარი