
ცნობილი ფრანგი მსახიობი გარდაიცვალა
ფრანგი მსახიობი, მიშელ პიკოლი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მსახიობის ოჯახის ინფორმაციით, იგი 12 მაისს ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.
მიშელ პიკოლის 170-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1980 წელს კანის კინოფესტივალზე მან საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა.
კომენტარი