
სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მელბურნში დანით შეიარაღებულმა კაცმა 2 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი. დაკავებისას თავდამსხმელმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის ადგილზე მოკლეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარი