
გოდერძი ჩანქსელიანმა მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებს ამჯერად თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე-საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე, c-ჰეპატიტის უფასო მკურნალობასა და გაზიფიცირებაზე.
ამასთან, როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა განაცხადა, წყლის პრობლემა,რომელიც წლებია განსაკუთრებით აწუხებს ამ რეგიონს, აუცილებლად გადაიჭრება.
„ყველა საკითხი, თქვენი გვერდში დგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად შესრულდება“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში გოდერძი ჩანქსელიანის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა.
(R)
კომენტარი