
აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ბაზაზე მომუშავე მოქალაქეები დაწესებულებაში შესასვლელად კონტროლს გადიოდნენ - 3 პირი დაიღუპა და 15 დაშავდა
ავღანეთში, ქაბულის გარეუბანში სამხედრო ბაზასთან აფეთქებას მსხვერპლო მოჰყვა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ბაზაზე მომუშავე მოქალაქეები დაწესებულებაში შესასვლელად კონტროლს გადიოდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა.
მთავრობა მომხდარში დაჯგუფება „თალიბანს“ ადანაშაულებს. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის მიზანი სწორედ სამხედრო ბაზა იყო, რომელიც ინციდენტამდე 1 დღით ადრე ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა.
კომენტარი