
ავარია ლენტეხის გზაზე - დაღუპულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბავარი-ლენტეხის გზაზე, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მძიმე დაზიანებებით ერთ-ერთი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე კი ლენტეხის სტაციონარშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
კომენტარი