
18:46 - ზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა
განახლებულია 19:25
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 18.46 საათზე არა 3.7, არამედ 5 ბალი შეადგინა. მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა და ეპიცენტრი სწორედ იქ მდებარებდა, სადაც 7 მაისს 5.7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა - აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრთან, ქალაქ ზაქათალადან სამხრეთ-დასავლეთით 17კმ-ით დაშორებულ სოფელ ალიაბადთან.
"ეს აფტერშოკი იყო", - აცხადებენ ცენტრში. რამდენიმე წუთში მიწისქვეშა ბიძგები თბილისის სხვადასხვა უბანშიც იგრძნეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 63 კილომეტრში, 50 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინფორმაცია მიწისძვრიდან რამდენიმე წამში სოციალურ ქსელ "ფეისბუქზეც" გავრცელდა.
კომენტარი