
ლატვიაში რუსული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ რეფერენდუმზე რეკორდული გამოცხადება იყო
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მონაწილეთა რიცხვის მიხედვით ლატვიაში რეკორდული გამოდგა დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მიენიჭება თუ არა ლატვიაში რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი.
რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობის 69,23% მივიდა, რაც 1 069 759 საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანს შეადგენს. მსგავსი აქტივობა ლატვიას მხოლოდ 2003 წელს ახსოვს, როცა უნდა გადაწყვეტილიყო ევროკავშირში ქვეყნის შესვლა-არშესვლის საკითხი. მაშინ რეფერენდუმში მონაწილეობა 1 010 906 ამომრჩეველმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლატვიის ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, ხმა მისცენ რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დატოვების წინააღმდეგ.
კომენტარი